დაბრუნების პირობები - Gourmesso

დაბრუნების პირობები

დაბრუნების პოლიტიკა
გაყიდვების წინამდებარე ზოგადი პირობები ვრცელდება შპს ""ნეოთრეიდ""- ს (შემდგომში ასევე წოდებულ "" გურმესო"", "" კომპანია "", ""ჩვენ"", ""ჩვენი"" "") როგორც www.gourmesso.ge -ს ოპერატორსა და მის მომხმარებლებს შორის არსებულ ყველა საქმიან ურთიერთობაზე, რომელიც განისაზღვრება ხელშეკრულების დადების მომენტისათვის.

ხელშეკრულების დადება
ჩვენს ონლაინ მაღაზიაში პროდუქციის პრეზენტაცია არ გულისხმობს წინადადების სავალდებულო შეთავაზებას (ოფერტს), არამედ წარმოადგენს მხოლოდ არასავალდებულო ხასიათის ონლაინ კატალოგს. ღილაკის [ყიდვა/შეძენა] გააქტიურებით კი, თქვენ ეთანხმებით კალათში განთავსებული ყველა საქონლის შეძენას. ამ უკანასკნელს უკვე სავალდებულო ხასიათი ეძლევა.

შეკვეთის დადასტურება
შეკვეთის მიღების დადასტურება ხორციელდება ავტომატური ელ.ფოსტით შეკვეთის გაგზავნის შემდეგ და არ წარმოადგენს ამ ეტაპისთვის წინანადების მიღებას (აქცეპტს). თქვენი შეკვეთის მიღება დადასტურდება ან ცალკეული შეკვეთის დადასტურების გაგზავნით ელ.ფოსტით, ან შეკვეთის დამუშავებით და მიწოდების დაწყებით 1-2 სამუშაო დღის განმავლობაში.

საქონლის გადამოწმება
თქვენი პასუხისმგებლობაა, რომ გადაამოწმოთ საქონლის რაოდენობა და მდგომარეობა მიწოდებისთანავე. იმ შემთხვევაში თუ დაადგენთ საქონლის დაზიანებას ან შეკვეთილთან შეუსაბამო რაოდენობას, ამის შესახებ უნდა აცნობოთ მომსახურე საკურიერო, გადამზიდავ კომპანიას და ასევე მოგვმართოთ ჩვენ შეკვეთის მიღებისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს 7 დღის გასვლისა ამ მომენტიდან. ასეთ შემთხვევაში ჩვენ დავაკორექტირებთ შეკვეთას იდენტური საქონლით ჩანაცვლებით.

შეკვეთის გაუქმება და დაბრუნების ინსტრუქციები
თქვენ გაქვთ უფლება გააუქმოთ თქვენი შეკვეთა ტექსტური ფორმით (წერილი, ელ.ფოსტა) ან დააბრუნოთ საქონელი, რომელიც არ შეესაბამება თქვენს მოთხოვნებს შეკვეთის მიღებიდან 14 დღის განმავლობაში. ამ შემთხვევაში შესაძლებლია მხოლოდ იმ საქონლის დაბრუნება, რომელიც იქნება თავდაპირველ მდგომარეობაში და შეფუთვაში. მას ასევე აუცილებლად თან უნდა ახლდეს ინვოისი. მას შემდეგ, რაც საქონლის დაბრუნება სათანადო ფორმით დასრულდება, ჩვენ აგინაზღაურებთ დაბრუნებული საქონლის ღირებულებას და მიწოდების საფასურს ინვოისის მიხედვით დაბრუნებული საქონლის მიღებიდან მაქსიმუმ 30 დღის განმავლობაში. საქონლის უკან დაბრუნების საფოსტო ხარჯების გაწევა მოხდება მყიდველის მიერ. თანხის ანაზღაურება განხორციელდება გადახდის იმავე გზით, როგორც შეკვეთის განთავსებისას.

გთხოვთ, საქონლის დაბრუნება მოახდინოთ შემდეგ მისამართზე::
დელივერერს.ჯი / Deliverers.ge
მერაბ ალექსიძის ქუჩა 1,
0193 თბილისი, საქართველო

უკან დაბრუნების ხარჯების დაფარვის ხელშეკრულება
თუ თქვენს, როგორც მომხმარებლის მიერ მოხდება, შეკვეთის გაუქმების ან დაბრუნების უფლების რეალიზება, თქვენი დასაფარი იქნება საქონლის უკან დაბრუნების ხარჯები. იმ შემთხვევაში კი, თუკი მოხდა სხვა საქონლის ან ნაკლული რაოდენობის მოწოდენა ჩვენი კომპანიის მიერ, უკან დაბრუნების ხარჯებს აანაზღაურებს შპს ""ნეოთრეიდი"" .

სასაჩუქრე ბარათი
თანხის ანაზღაურება არ მოხდება სასაჩუქრე ბარათებთან და ელექტრონულ სასაჩუქრე ბარათებთან მიმართებაში; ასეთ შემთხვევებში ყველა შეძენა საბოლოოა.

ფასები და გადაზიდვის განაკვეთები
ძალაშია შეკვეთის დროს არსებული ფასები. დროში შეზღუდული ჩვენი შეთავაზებების მოქმედების პერიოდის ხილვა კი შესაძლებლია ჩვენს ვებგვერდზე. ფასები როგორც წესი მოცემულია გადასახადების ჩათვლით, თუ სხვა რამ არ არის მითითებული და არ მოიცავს მიწოდების ხარჯებს.

შეკვეთები, რომელთა ღირებულებაა 110 ლარია (₾) ან მეტი, საქართველოს მასშტაბით მიეწოდება მომხმარებელს უფასოდ . 110 ლარის (₾) ქვემოთ გაკეთებულ შეკვეთებზე თქვენ მოგიწევთ საფოსტო გზავნილისთვის და შეფუთვისთვის საფასურის გადახდა, რომელიც როგორც წესი დამოკიდებულია შერჩეული გადაზიდვის ვარიანტზე, შეფუთვების რაოდენობაზე, გზავნილის ზომასა თუ წონაზე, თუკი სხვა რამ არ არის მითითებული.


მიწოდება
შპს ""ნეოთრეიდი""-ს მიერ ხორციელდება შეკვეთილი საქონლის მიწოდება მომხმარებლის მიერ მითითებული მისამართის მიხედვით. მიწოდების შეფერხების შემთხვევაში, მოხდება თქვენი დაუყოვნებლივი ინფორმირება .

საქართველოს გარეთ განსახორციელებელი მიწოდების შემთხვევაში, მომხმარებელს ეკისრება საბაჟო გადასახადების და ყველა სხვა საჭირო მოსაკრებლების ანაზღაურება.

პირობადებული საკუთრება
ღირებულების სრულ ანაზღაურებამდე საქონელი რჩება შპს ""ნეოთრეიდი""-ს საკუთრება


გადახდა, დაფარვის ვადა, დეფოლტი
შეკვეთის განხორციელებისათვის ჩვენ გთავაზობთ გადახდის მრავალფეროვან მეთოდებს (მაგ. საკრედიტო ბარათები). ამასთან ჩვენ ვიტოვებთ უფლებას ინდივიდუალურ შემთხვევებში გადახდის მხოლოდ განსაზღვრული მეთოდი მივიღოთ. სამწუხაროდ თქვენ ვერ შეძლებთ უნაღდო ან ჩეკით ანგარიშსწორებას. ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას ამ შემთხვევაში მიყენებული ზარალისთვის.

გთხოვთ დეტალურად გაეცანით ჩვენთან აპრობირებულ გადახდის მეთოდებს. თუ თქვენ გექნებათ რაიმე შეკითხვა ამასთან დაკავშირებით, გთხოვთ დაუკავშირდეთ მომხმარებელთა მხარდაჭერის ჩვენს ჯგუფს.

თუკი თქვენს მიერ ვერ მოხერხდება ვალდებულების დროული შესრულება, ჩვენ ვიტოვებთ უფლებას დაგაკისროთ პირგასამტეხლოს თანხა და სხვა საჯარინო სანქციები.

ვაუჩერის ან/და კუპონის კოდის გამოყენებისას, გთხოვთ გაითვალისწინოთ ისეთი სპეციფიკური პირობები, როგორიცაა მინიმალური შეკვეთის რაოდენობა, მოქმედება და ა.შ. თითო შეკვეთაზე შესაძლებელია მხოლოდ ერთი ვაუჩერის და/ან კუპეონის კოდის გამოყენება. ვაუჩერის და/ან კუპონის გადაცვლა შეუძლებელია ფულად სახსრებზე. სარგებელსი მიღება მათგან შესაძლებელია მხოლოდ მთელი ღირებულების გამოყენების შემთხვევაში. დაუშვებელია ვაუჩების ან/და კუპონის გაყიდვა.

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა
გთხოვთ, გაეცანით ჩვენს დეტალურ კონფიდენციალურობის პოლიტიკას.

ვებ მაღაზიის ოპერატორი
შპს ""ნეოთრეიდი"".

მომხმარებელთა მომსახურების სერვისი.
თქვენ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ჩვენს მომხმარებელთა მომსახურების სერვისს აქ.

დასკვნითი დებულება
ამ შეთანხმებას არეგულირებს საქართველოს კანონმდებლობა.