წესები და პირობები - Gourmesso

წესები და პირობები

წესები და პირობები

ეს წესები და პირობები შეიძლება შეიცვალოს

შპს ნეოთრეიდი უფლებას იტოვებს განაახლოს ან შეცვალოს წინამდებარე პირობები ნებისმიერ დროს წინასწარი შეტყობინების გარეშე. Gourmesso.ge-ს (ან მასთან აფილირებული სხვა ვებ-გვერდის, სერვისის) ვებ-გვერდის გამოყენება ნებისმიერი ასეთი ცვლილების შემდეგ განხილულ იქნება როგორც განახლებული წესებისა და პირობების დაცვასა და ვალდებულების შესრულებაზე თქვენი თანხმობა. შესაბამისად მოგიწოდებთ, გადახედოთ ამ წესებსა და პირობებს ყოველ ჯერზე, როდესაც იყენებთ Gourmesso.ge-ს (ან მასთან აფილირებული სხვა ვებგვერდის, სერვისის).

წესები და პირობები და მომხმარებლის ინფორმაცია

ნაწილი I. ზოგადი წესები და პირობები

§ 1 ძირითადი დებულებები

(1) შემდეგი წესები და პირობები ვრცელდება ყველა იმ კონტრაქტზე, რომელსაც თქვენ აფორმებთ ჩვენთან, როგორც მიმწოდებელთან (შპს ნეოთრეიდი) www.gourmesso.ge ვებგვერდის მეშვეობით. თუ სხვა რამე არ არის შეთანხმებული, თქვენს მიერ ნებისმიერი, სხვა საკუთარი პირობის გამოყენება აღნიშნულ ურთიერთობაში იქნება წინააღმდეგობრივი და შესაბამისად ბათილი.

(2) მომხმარებელი შემდეგი რეგულაციების მნიშვნელობით არის ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომელიც სამართლებრივ გარიგებას დებს მიზნებისთვის, რომლებიც უპირატესად არ მიეკუთვნებa მის კომერციულ და პროფესიულ, მათ შორის თვითდასაქმებულის სტატუსით განპირობებულ საქმიანობას. მეწარმე არის ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი ან ქმედუნარიანი სამეწარმეო საზოგადოება, რომელიც იურიდიული გარიგების დადებისას მოქმედებს თავისი დამოუკიდებელი პროფესიული ან კომერციული საქმიანობის განხორციელების ფარგლებში.

§ 2 ხელშეკრულების დადება

(1) ხელშეკრულების საგანია საქონლის რეალიზაცია.

(2) ამა თუ იმ პროდუქტის განთავსება ჩვენს ვებგვერდზე წარმოადგენს ჩვენის მხრიდან ხელშეკრულების დადების სავალდებულო წინადადებას (ოფერტს) საქონლის აღწერაში მითითებული პირობებით.
(3) ხელშეკრულება იდება ონლაინ კალათის სისტემის მეშვეობით შემდეგნაირად:
შესაძენად განკუთვნილი საქონელი განთავსდება „კალათაში“. ნავიგაციის პანელში თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ შესაბამისი ღილაკი, რათა გამოიძახოთ „კალათა“ და ასვე შეძლოთ იქ ნებისმიერ დროს ცვლილებების შეტანა.

მას შემდეგ, რაც გამოიძახებთ ""შეკვეთი""-ს გვერდს და შეიყვანთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს, ასევე გადახდისა და მიწოდების პირობებს, შეკვეთის ყველა მონაცემი კვლავ გამოჩნდება შეკვეთის შემაჯამებელ გვერდზე.
თუ თქვენ გადახდის მეთოდად იყენებთ სწარფი გადახდის სისტემას (მაგ. PayPal / PayPal Express, ), თქვენ ან გადამისამართბული იქნებით ჩვენი ონლაინ მაღაზიის შეკვეთის შემაჯამებელ გვერდზე, ან ჯერ სწრაფი გადახდის სისტემის პროვაიდერის ვებგვერდზე.
სწრაფი გადახდის სისტემასთან გადამისამართბის შემთხვევაში, თქვენ უნდა გააკეთეთ შესაბამისი არჩევანი/ შეიყვანოთ თქვენი მონაცემები. ამის შემდეგ თქვენ დაუბრუნდებით ჩვენს ონლაინ მაღაზიას შეკვეთის შემაჯამებელ გვერდზე.
შეკვეთის გაგზავნამდე თქვენ გაქვთ შესაძლებლობა აქ ხელახლა შეამოწმოთ ყველა ინფორმაცია, შეცვალოთ იგი (ასევე ინტერნეტ ბრაუზერის „უკან“ ფუნქციის გამოყენებით) ან გააუქმოთ შესყიდვა. ღილაკის ""ყიდვა"" გააქტიურებით იგზავნება შეკვეთა, რითიც ხდება თქვენს მიერ იურიდიულად სავალდებულო შეთავაზების მიღება (აქცეპტი) და იდება ხელშეკრულება.

(4) შეთავაზების მომზადებასთან დაკავშირებული თქვენი გამოკითხვები კი თქვენთვის არასავალდებულო ხასიათისაა. ჩვენი მხრიდან სავალდებულო შეთავაზება გაკეთდება ტექსტური ფორმით (მაგ. ელექტრონული ფოსტით), რომლის მიღებაც თქვენ შეგეძლებათ 5 დღის განმავლობაში (აქცეპტი).

(5) შეკვეთის დამუშავება და ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული ყველა საჭირო ინფორმაციის მოწოდება მოხდება ელექტრონული ფოსტით, ზოგიერთ შემთხვევაში ავტომატურად. ამიტომ აუცილებელია დარწმუნდეთ, რომ თქვენს მიერ მოწოდებული ელ. ფოსტის მისამართი არის სწორი, რომ ელექტრონული ფოსტის მიღება ტექნიკურად არის უზრუნველყოფილი, განსაკუთრებით კი ეს ეხება თქვენი პროფესიული ან კომერციული საქმიანობის ფარგლებში SPAM-ის ფილტრებით მის მიღების აღკვეთას .

§ 3 პირობადებული საკუთრება

(1) საქონლის ფლობასთან (მათ შორის მის დროებით შენარჩუნებასთან) დაკავშირებული უფლების გამოყენებას თქვენ შეძლებთ იმდენად , რამდენადაც ეს შეეხება ერთიდაიმავე სახელშეკრულებო ურთიერთობიდან წარმოშობილ მოთხოვნებს.

(2) გასაყიდი ფასის სრულად გადახდამდე, საქონელი რჩება ჩვენს საკუთრებაში.

§ 4 გარანტია


(1) მოქმედებს კანონით დადგენილი საგარანტიო უფლებები (ნაკლოვანებათა აღმოფხვრის კანონიერი უფლებები).

(2) საქონლის მიღებისთანავე თქვენ, როგორც მომხმარებელს მოგეთხოვებათ შეამოწმოთ შეკვეთა სისრულეზე (რაოდენობრივი შესაბამისობა) თვალსაჩინო ნაკლოვანებებზე და ტრანსპორტირებისას მიღებულ შესაძლო დაზიანებაზე და ასეთის აღმოჩენის შემთხვევაში რაც შეიძლება მალე გვაცნობოთ ჩვენ და საკურიერო/სატრანსპორტო კომპანიას. აღნიშნულის შეუსრულებლობა ნეგატიურად არ აისახება თქვენს ნორმატიულ საგარანტიო უფლებებზე.

§ 5 გამოყენებული სამართლი, შესრულების ადგილი, იურისდიქციის ადგილი

(1) გამოიყენება ქართული სამართალი. მომხმარებლებს კანონმდებლობის ეს არჩევანი ეხება იმდენად, რამდენადაც მათი ჩვეული საცხოვრებელი ადგილის მიხედვით განსაზღვრული კანონის სავალდებულო დებულებებით გათვალისწინებული სამართლებრივი დაცულობა ამით არ შესუსტდება. (ე.წ. ხელსაყრელობის პრინციპი).

(2) თუ თქვენ არ ხართ მომხმარებელი, არამედ კომერსანტი/მეწარმე, საჯარო სამართლის იურიდიული პირი მაშინ ყველა სერვისისთვის, რომელიც ჩვენთან საქმიანი ურთიერთობიდან გამომდინარეობს შესრულების ადგილად და იურისდიქციის ადგილად ითვლება ჩვენი იურიდიული მისამართი. იგივე ხდება იმ შემთხვევაში, თუ თქვენ სარჩელის შეტანის მომენეტისათვის არ გაქვთ იურისდიქციის ზოგადი ადგილი საქართველოში ან ამ მომენტისათვის არ არის ცნობილი თქვენი მუდმივი ბინადრობის ადგილი. წინამდებარე დებულებით სხვა იურისდიქციის ადგილას გასაჩივრების უფლებამოსილება რჩება უცვლელი.

(3) გაეროს სავაჭრო კონვენციის დებულებები არ გამოიყენება.

ნაწილი II. მომხმარებლის ინფორმაცია

1. გამყიდველის ვინაობა
შპს ნეოთრეიდი
იურ. მისმართი: დიღმის მასივი, მე-5 კვარტალი, მე-12 კორპუსი, ბინა 45
0159 თბილისი
საქართველო
ტელეფონი: 2 22 19 91, 599 444 561
ელ.ფოსტა: info@gourmesso.ge

2. ინფორმაცია ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებით
ხელშეკრულების დადებისთვის საჭირო ტექნიკური ნაბიჯები, თავად ხელშეკრულების დადება და კორექტირების შესაძლებლობები ხორციელდება ჩვენი ""წესები და პირობები""-ს "" § 2 ხელშეკრულების დადება""-ის რეგულაციების შესაბამისად (ნაწილი I.).

3. ხელშეკრულების ენა, ხელშეკრულების ტექსტის შენახვა

3.1. ხელშეკრულების ენა არის ქართული.

3.2. ჩვენს მიერ ხელშეკრულების სრული ტექსტის შენახვა არ ხდება. თქვენ შეგეძლებათ შეკვეთის გაგზავნამდე ონლაინ კალათის სისტემის საშუალებით, ბრაუზერის ბეჭდვითი ფუნქციის გამოყენებით ხელშეკრულების მონაცემების დაბეჭდვა ან ელექტრონული ვერსიის შექმნა.

4. საქონლის ან მომსახურების არსებითი მახასიათებლები
საქონლის ან/და მომსახურების არსებითი მახასიათებლების ნახვა შესაძლებელი იქნება შესაბამის შეთავაზებაში.

5. ფასები და გადახდის პირობები

5.1. შესაბამის შეთავაზებებში მითითებული ფასები და მიწოდების ხარჯები წარმოადგენს საბოლოო ფასებს. ისინი მოიცავენ ფასების ყველა კომპონენტს, მათ შორის ყველა მოქმედ გადასახადს.

5.2. მიწოდების ხარჯები არ შედის შესყიდვის ფასში. მათი ხილვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის შესაბამის პანელსა/ღილაკზე ან ცალკეულ შეთავაზებაში, რომელთა აქტუალიზებული, გამოკვეთილად ხილვადი მონაცემები წარმოჩინდება შეკვეთის პროცესში და არის თქვენს მიერ გასაწევი ხარჯი. ეს რეგულაცია არ ეხება იმ შემთხვევებს, როცა ჩვენის მხრიდან უფასო მიტანის შეთავაზება მოქმედებს .

5.3. თანხის გადარიცხვის (საბანკო გადარიცხვის საკომისიო) ხარჯები თქვენს მიერ არის გასაწევი. იგივე ეხება კურსთაშორისი სხვაობით გამოწვეული ხარჯებს, როდესაც მიწოდება და გადახდა სხვადასხვა ქვეყანაში ხდება.

5.4. თქვენთვის ხელმისაწვდომი გადახდის მეთოდების ხილვა შესაძლებელია ჩვენი ვებ-გვერდის შესაბამისი დასახელების მქონე ღილაკებზე ან ცალკეულ შეთავაზებაში.

5.5. თუკი ცალკეული გადახდის მეთოდებისთვის რამე სხვაგვარად არ არის მითითებული, დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადახდის მოთხოვნა არის დაუყოვნებლივ დასაკმაყოფილებელი.

6. მიწოდების პირობები

6.1. მიწოდების პირობები, მიწოდების თარიღი და მიწოდების ნებისმიერი შეზღუდვა შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი ვებ-გვერდის შესაბამისი დასახელების მქონე ღილაკებზე ან ცალკეულ შეთავაზებაში.

7. ნორმატიული საგარანტიო პასუხისმგებლობა.

საგარანტიო უფლებებით განსაზღვრული პასუხისმგებლობა რეგულირდება წინამდებარე ""წესები და პირობები""-ს საგარანტიო დებულებებით (ნაწილი I).